Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მედიის ადვოკატირებისათვის" მოითხოვს ინკასო მოეხსნას „მთავარ არხსა“ და „ტვ პირველს“


მთავრობას მედიის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის" და მოითხოვს „მთავარ არხს“ და „ტვ პირველს“ მოეხსნას ინკასო.

„ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ, რომ მაუწყებლების მიმართ შერჩევითი საგადასახადო პოლიტიკის წარმოება იყო და რჩება საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლების იარაღად მედიაზე ზეწოლისათვის.
დღეს კი მედიის შეუფერხებლად მუშაობა, როდესაც COVID-19-თან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიღება, რაც სახელმწიფოს პასუხისმგებლობას აასმაგებს.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას მიიღოს დროებითი ზომები და დაუყოვნებლივ მოეხსნას ინკასო ტელეკომპანიებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

„აუცილებელია სახელმწიფო სტრუქტურა ფუნქციონირებდეს გამართულად", - ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა საქართველოში ორი ტელევიზიისთვის, მთავარი არხისა და TV პირველისთვის ინკასოს დადების შესახებ დასმულ შეკითხვას.

„ყველა იმ სექტორმა, რომელსაც უშუალოდ შეეხო კორონავირუსის ეპიდემია, მიიღო მიზნობრივი დახმარება... როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ტელევიზიებზე, ტელევიზიები, რა თქმა უნდა, ამ პაკეტში არ იყო. ძალიან ბევრი ჩვენი სხვა ბიზნესი არის დაზარალებული ეკონომიკის ამ მდგომარეობის გამო... ტელევიზიებს აქვთ ზუსტად ის ადგილი, როგორც სხვა ყველა დანარჩენ ბიზნესსუბიექტს", - დასძინა მან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG