Accessibility links

logo-print logo-print

კალიფორნიის 40 მილიონ მოსახლეობას „შინ დარჩენის“ მითითება მისცეს კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით


კალიფორნიის გუბერნატორმა განკარგულება გასცა, რომ შტატის 40 მილიონი მოქალაქე დარჩეს შინ და არ გავიდეს გარეთ განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე, რათა შეჩერდეს კორონავირუსის პანდემიის გაფართოება.

გუბერნატორმა, გავეინ ნიუსომმა განაცხადა, რომ ეს არის მომენტი, როცა მკაცრი გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ, რეალობა უნდა შევიცნოთო. კალიფორნიელებს უფლება აქვთ დატოვონ სახლი, ისეირნონ, ივარჯიშონ და წავიდნენ აუცილებელი პროდუქტის შესაძენად, ისევე როგორც სამედიცინო ობიექტებს მიაკითხონ. რესტორნებს აქვთ უფლება მოსახლეობას შინ მიუტანონ საჭმელი. გუბერნატორის თანახმად, ის არ ფიქრობს, რომ პოლიციის ჩარევა იქნება საჭირო, და რომ ვითარებას „სოციალური შეთანხმება“ გააკონტროლებს.


გუბერნატორმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სთხოვა საზღვაო ფლოტის სამედიცინო გემი განათავსოს რეგიონში, რათა საავადმყოფო საწოლების რაოდენობა გაიზარდოს. ამ შტატში კორონავირუსის ათასზე მეტი შემთხვევაა და გარდაცვილთა რიცხვმა ორ ათეულს მიაღწია. აშშ-ის არაერთმა შტატმა მიმართა ამგვარ ზომებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG