Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სპარსული ახალი წლის მილოცვაში ტრამპი ამბობს, რომ ირანელები „უფრო ნათელ, თავისუფალ მომავალს“ იმსახურებენ


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანელებისადმი და სხვა ერებისადმი, რომლებიც ნავროზს, სპარსულ ახალ წელს აღნიშნავენ, გაგზავნილ მოსალოც მიმართვაში, განაცხადა, რომ ირანელები „უფრო ნათელ, უფრო თავისუფალ“ მომავალს იმსახურებენ.

20 მატრის მიმართვაში ტრამპი აშშ-ის სახელით გულთბილად ულოცავს ხალხს სიხარულით სავსე და მშვიდობიან ნავროზობას, რომელიც გაზაფხულის პირველი დღეა. „დღევანდელ დღეს შეგვახსენებენ კიდევ ერთხელ, რომ თავისუფლების ძალები გაიმარჯვებენ ბოროტებასა და ჩაგვრაზე", დასძინა ტრამპმა, რომელსაც არ უხსენებია კორონავირუსი, რომელსაც ირანში, სადაც 20 ათასამდე ადამიანია ინფიცირებული, 1433 ადამიანი ემსხვერპლა.

ტრამპა განაცხადა, რომ გასული წელიწადი ირანელებისთვის იყო „გმირული“ და შეეხო მასობრივ გამოსვლებს, რომლებიც მოჰყვა საწვავის ფასების მოულოდნელ გაზრდას. გამოსვლები ირანის ასამდე ქალაქში მთავრობამ ძალის გამოყენებით ჩაახშო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG