Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა და საფრანგეთმა პატიმრები - მკვლევარი და ინჟინერი გაცვალეს


როლან მარშალი, ირანის საპატიმროდან 20 მარტს განთავისუფლებული ფრანგი მკვლევარი
როლან მარშალი, ირანის საპატიმროდან 20 მარტს განთავისუფლებული ფრანგი მკვლევარი

ირანმა საპატიმროდან გაათავისუფლა ფრაგი მკვლევარი, რომელიც შარშანდლის შემდეგ ციხეში იყო ირანში, და ჩანს გაცვალა ის ირანელ ინჟინერზე, რომელიც საფრანგეთში ჰყავდათ დაკავებული წელიწადზე მეტ ხანს. ამის თაობაზე ირანის მედია იტყობინება.

ირანის სახელმწიფო მაუწყებელი, ირიბი იტყობინება 20 მარტს, რომ ჯალალ როჰოლანეჯადი, რომელიც საფრანგეთში დააკავეს 2019 წელს აშშ-ისთვის გადაცემის ორდერით, გათავისუფლებულია.

ფრანგი მკვლევარი, როლან მარშალი თეირანში საფრანგეთის საელჩოში მიიყვანეს რამდენიმე საათში მას მერე, რაც საფრანგეთმა გაათავისუფლა როჰოლანეჯადი.

ირანის იუსტიციის უწყების ახალი ამბების საიტი, მიზან ონლაინი იტყობინება, რომ ეს იყო „თანამშრომლობის აქტი". აშშ-ის ხელისუფლება ეჭვობს, რომ როჰოლანეჯადი ჩართული იყო ირანში მგრძობიარე სამრეწველო აღჭურვილობის გატანაში აშშ-ის სანქციების დარღვევით. მარშალი, პარიზის პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის მკვლევარი, 2019 წელს დააპატიმრეს ირანში ორმაგი, ფრანგულ-ირანული მოქალაქეობის მქონე თავის კოლეგა, ფარიბა ადელხასთან ერთად. საფრანგეთი დიდი ხანია მოითხოვდა ორივე მკვლევრის განთავისუფლებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG