Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსით ინფიცირებული 3 ახალი პაციენტიდან, 2 გორის ჰოსპიტალში მკურნალობს


გორის სამხედრო ჰოსპიტალში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული ორი პირი იმყოფება. მათი ნიმუშები 20 მარტს გაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში.

გორის სამხედრო ჰოსპიტლის ხელმძღვანელის დავით ბარლიანის თქმით, ახალგაზრდა კაცი სამხედრო მოსამსახურეა და მისი ისტორია საფრანგეთში მოგზაურობას უკავშირდება, ის საქართველოში 16 მარტს ჩამოფრინდა და იმყოფებოდა კარანტინში.

„დაბალი ტემპერატურული რეაქციის შემდეგ, 18 მარტს ის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და კლინიკურად სუსტად არის გამოხატული სიმპტომატიკა“.

რაც შეეხება მეორე შემთხვევას, დავით ბარლიანის თქმით, ის ახალგაზრდა ქალია და მას სიმპტომატიკა ცხელებით აქვს გამოხატული:

„მასაც აქვს საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია. 20 მარტს აეროპორტიდან პირდაპირ ჰოსპიტალში მოიყვანეს. სოციალური დისტანცია ორივე პაციენტთან დაცულია“.

21 მარტს საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მათგან ერთი თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საქართველოში კორონავირუსის 47 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG