Accessibility links

logo-print logo-print

მსოფლიოში 11700-ს მიაღწია კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ. ევროპა რჩება ეპიცენტრად


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ბოლო მონაცემებით, 11700-ს მიაღწია კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ, იმ დროს, როდესაც 278 ათასი - დაინფიცირებულია.

ცნობაში ხაზგასმულია, რომ პანდემიის ეპიცენტრად რჩება ევროპა, სადაც კორონავირუსი ყველაზე გავრცელებულია იტალიაში. 21 მარტის მდგომარეობით, იტალიაში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 4032-ს, დაინფიცირებულთა - 47 ათასს შეადგენს. იტალიის შემდეგ მოდის ჩინეთი, სადაც დაიღუპა 3259 კაცი, თუმცა პეკინი აცხადებს, რომ ზედიზედ მესამე დღეა, რაც ქვეყანაში არ გამოვლენილა კორონავირუსისთ დაინფიცირების ახალი შემთხვევა.

მძიმე მდგომარეობაა ირანში, სადაც ოფიციალური მონაცემებით ქვეყანაში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1433-ს აღწევს. მაგრამ მრავალი ირანელი არ ენდობა ოფიციალურ მონაცემებს და ფიქრობს, რომ ქვეყნის ხელისუფლება მალავს პანდემიის რეალურ მასშტაბებს.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ანგარიშით, დაღუპულთა რაოდენობა იზრდება ესპანეთში, სადაც 21 მარტის მონაცემებით დაიღუპა 1093, დაინფიცირებულია - 21 570 კაცი.

ევროპის მასშტაბით კორონავირუსის შემთხვევები მატულობს საფრანგეთში. იქ 21 მარტის მონაცემებით დაღუპულია 450-ი, კორონავირუსით დაინფიცირებულია12 633 კაცი. ამავე ანგარიშის თანახმად, საფრანგეთზე უფრო მეტი ადამიანია კორონავირუსით დაინფიცირებული გერმანიაში - 19850 კაცი, დაფიქსირებულია 68 სასიკვდილო შემთხვევა.

მაღალი რისკის ქვეყნებს განეკუთვნება ასევე დიდი ბრიტანეთი, სადაც კორონავირუსის შედეგად დაიღუპა 178 კაცი, ვირუსი დაუდგინდა 4000-ზე მეტ კაცს.

რაც შეეხება აშშ-ს, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ანგარიშის თანახმად, 21 მარტის მონაცემებით, აშშ-ში დადგენილია კორონავირუსით დაინფიცირების 19600-ი და გარდაცვალების 260-ი შემთხვევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG