Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთში 904-მდე გაიზარდა კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი


ჩეხეთის ხელისუფლების 21 მარტის მონაცემებით, ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგად ქვეყანაში კორონავირუსი აღმოაჩნდა 904 კაცს. სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სასიკვდილო შემთხვევა არ ყოფილა.

ჩეხეთის მეზობელ გერმანიაში კორონავირუსით დაინფიცირებულია 19850 კაცი, დაფიქსირებულია 68 სასიკვდილო შემთხვევა.

ჩეხეთში 13 მარტიდან მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა და შემოღებულია კარანტინი. მუშაობენ მხოლოდ მაღაზიები, აფთიაქები, სამკურნალო დაწესებულებები და შეუფერხებლად მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მოქალაქეები ვალდებული არიან ყველგან ეკეთოთ სანიტარული ნიღბები ან პირბადეები. მათ შორის არა მხოლოდ შენობებსა და ტრანსპორტში, არამედ ქუჩებში სიარულის დროსაც.

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში პარასკევს საღამოს ჩინეთიდან ჩეხეთში ჩამოიტანეს 1 მილიონზე მეტი სანიტარული და ქირურგიული ნიღბები, რესპირატორები და ასევე კორონავირუსის სწრაფი ტესტირების 150 ათასი საშუალება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG