Accessibility links

იტალიაში იხურება ყველა საწარმო, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნის გარდა


იტალიის ის ფირმები და საწარმოები, რომელთა საქმიანობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სფეროებთან არ არის დაკავშირებული, ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით 3 აპრილამდე მუშაობას შეწყვეტენ, - ამის შესახებ განკარგულება იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ 21 მარტს გამოსცა. განკარგულება 22 მარტს გამოქვეყნდება და გამოქვეყნებისთანავე შევა ძალაში.

სუპერმარკეტები, აფთიაქები, საფოსტო განყოფილებები, ბანკები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას შეფერხების გარეშე განაგრძობენ, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

იტალია ახალი კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. Worldometerს-ის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით 53 500-ზე მეტი ადამიანია დაავადებული, მათგან 4 800-ზე მეტი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 6 000-ზე მეტი.

იტალიაში ახალი კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით დროებით უკვე დახურულია ბარები, რესტორნები, მაღაზიები, სკოლები და უნივერსიტეტები, აკრძალულია ხალხმრავალი დემონსტრაციები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG