Accessibility links

ბორის ჯონსონი ბრიტანელებს ურჩევს "დედის დღეს" დედებთან არ მივიდნენ


დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ქვეყნის მოსახლეობას ურჩევს, დედებს „დედის დღე“ შორიდან მიულოცონ. მისი თქმით, საუკეთესო საჩუქარი, რაც შვილებმა ხანდაზმულ დედებს შეუძლიათ გაუკეთონ, მათგან სოციალური დისტანცირებაა.

„კვირას, დედის დღეს, საუკეთესო საჩუქარი, რომელიც დედებს შეგვიძლია ვაჩუქოთ, არის ის, რომ მათ დაინფიცირების რისკი ავარიდოთ. ეს კი სამწუხაროდ ნიშნავს, რომ მათ უნდა მოვერიდოთ. სჯობს დავურეკოთ მათ, ტელეფონით, ვიდეოზარით და თავიდან ავიცილოთ არასაჭირო ფიზიკური კონტაქტი”, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.

დიდი ბრიტანეთი 22 მარტს დედის დღეს აღნიშნავს. ახალი კორონავირუსით ქვეყანაში 5000-ზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული. ვირუსისგან გარდაიცვალა 233, გამოჯანმრთელდა 93.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG