Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, მისი შვილის ნიკოლოზ გამყრელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ტელეკომპანია „რუსთავი2“, -თან კომენტარში ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მის შვილს მკურნალობის პერიოდში პერიოდში სერიოზული გართულებები არ ჰქონია, ამ ეტაპზე კი დასკვნითი კვლევები უტარდება.

„ჯერ სერიოზული გართულება ჩვენ არ გვქონია ამ ხნის განმავლობაში. რა თქმა უნდა, მას ჰქონდა გარკვეული სიმპტომები. ახლა, ის გადის დასკვნით კვლევებს და იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ეს დასკვნითი კვლევები, შემდგომ გამოჩნდება უკვე რომელ ეტაპზე, დაკვირვების, თუ მონიტორინგის გადავა. ზოგადად, მისი ჯანმრთელობა, გეტყვით რომ დამაკმაყოფილებელია,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ნიკოლოზ გამყრელიძეს ახალი კორონავირუსი ლაბორატორიულად 7 მარტს დაუდგინდა. იგი საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებული რიგით მეათე პაციენტი იყო.

22 მარტის 9:00 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 49 დადასტურებული შემთხვევაა, 1 გამოჯანმრთელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG