Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსისგან საქართველოში კიდევ 2 პაციენტი განიკურნა


საქართველოში ახალი კორონავირუსისგან უკვე 3 ადამიანია განკურნებული. როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ უთხრა ჟურნალისტებს, საავადმყოფოში მოთავსებული კიდევ ორი პირია გამოჯანმრთელებული. მათგან ერთმა გუშინ, 21 მარტს დატოვა სტაციონარი, მეორე კი დღეს გაეწერება:

"მონიტორინგს ვაწარმოებთ უკვე პირველი ეტაპის პაციენტებზე და ორ პაციენტთან ვირუსზე განმეორებითი კვლევა უარყოფითია. ერთმა უკვე დატოვა გუშინ ჩვენი დაწესებულება და მეორე დატოვებს დღეს ე.ი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა და 3-მა პაციენტმა დატოვა ჩვენი ცენტრი, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისი განცხადებით, ეს ის სამი პაციენტია, რომლებსაც პირველებს დაუდასტურდათ ახალი კორონავირუსი.

საქართველოში 22 მარტის დილის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 54-ია განკურნებულია 3.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG