Accessibility links

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება


დღეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. არჩევნებში სამი კანდიდატი მონაწილეობს: ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია; აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ვიცე-პრემიერი ადგურ არძინბა და შს ყოფილი მინისტრი ლეონიდ ძიაპშიპა. არჩევნებში აღარ მონაწილეობს რაულ ხაჯიმბა.

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები თვითაღიარებული რესპუბლიკის 35 საარჩევნო ოლქში ტარდება. სულ გახსნილია 152 საარჩევნო უბანი, მათ შორის ერთი მოსკოვში.

სოხუმის თანახმად, ადგილზე შეზღუდული რაოდენობის საერთაშორისო დამკვირვებლები არიან, მათ შორის, აფხაზეთში რუსეთის საელჩოს წარმომადგენლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG