Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს


თვითგამოცხადებულ აფხაზეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებში 12:00 საათვის მონაცემებით მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 23,78%-მა. რადიო „ეხო კავკაზას“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაცია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაავრცელა სოხუმის, გუდაუთის, გულრიფშის, ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონებიდან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით.

საპრეზიდენტო არჩევნების განმეორებით ტურში სამი კანდიდატი იყრის კენჭს.

ფავორიტად ითვლება ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი ასლან ბჟანია. მისი მთავარი მეტოქეა სოხუმის მთავრობის ვიცე-პრემიერი, ადგურ არძინბა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG