Accessibility links

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში წინანდელთან შედარებით ოდნავი აქტიურობაა


ადგურ არძინბა საარჩევნო ყუთთან

თვითგამოცხადებული აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 22 მარტის პრეზიდენტის განმეორებით არჩევნებში 15 საათისათვის ამომრჩეველთა 43,29%-მა მიიღო მონაწილეობა. შედარებისათვის, იმავე საათებში, 2019 აგვისტოს არჩევნების დროს, ეს რიცხვი იყო 39,14%.

"ეხო კავკაზას" ცნობით, 152 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურას თვალს ადევნებს 16 ე.წ. საერთაშორისო დამკვირვებელი. მათ შორის არიან რუსეთის ფედერაციის, სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის და დნესტრისპირეთის წარმომადგენლები.

საპრეზიდენტო არჩევნების განმეორებით ტურში სამი კანდიდატი იყრის კენჭს.

ფავორიტად ითვლება ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი ასლან ბჟანია. მისი მთავარი მეტოქეა სოხუმის მთავრობის ვიცე-პრემიერი, ადგურ არძინბა. მესამე კანდიდატია, პარტია "აკზაარას" ("ერთობა") ლიდერი, სოხუმის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ლეონიდ ძაპშპა.

სამივე კანდიდატმა უკვე გააკეთა თავისი არჩევანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG