Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთში პირველად დაფიქსირდა კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები


რუმინეთის ხელისუფლების ცნობით, ქვეყანაში პირველად დაფიქსირდა კორონავირუსით გამოწვეული ორი სასიკვდილო შემთხვევა იმ ფონზე, როდესაც განვლილი დღე-ღამის განმავლობაში მკვეთრად იმატა ქვეყანაში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვმა.

შაბათს თუ რუმინეთში დაინფიცირებული იყო 322 კაცი, კვირას ეს რიცხვი 433-მდე გაიზარდა.

რუმინეთში 16 მარტიდან მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა.

პარასკევს რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა მოუწოდა ევროკავშირში მყოფ მილიონზე მეტ რუმინელ შრომით მიგრანტს, თავი შეიკავონ აღდგომის დღესასწაულებზე სამშობლოში დაბრუნებისგან.

მართლმადიდებელი ქრისტიანები წელს 19 აპრილს იზეიმებენ მაცხოვრის აღდგომას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG