Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთის პრეზიდენტმა ვეტო დაადო საგანგებო მდგომარეობის ზოგიერთ ნორმას


რუმენ რადევი კორონავირუსზე ტესტირებისას
რუმენ რადევი კორონავირუსზე ტესტირებისას

ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა, 22 მარტოს ვეტო დაადო პარლამენტის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში დამტკიცებულ რამდენიმე ნორმას. რადევი მიიჩნევს, რომ ზოგიერთი ზომა არის „უკიდურესად მკაცრი“ და საფრთხეს უქმნის სამოქალაქო თავისუფლებას.

ბულგარეთის პარლამენტმა 20 მარტს რამდენიმე შეზღუდვა დაამატა ქვეყნის მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის თაობაზე ინიცირებულ კანონპროექტს.

ბულგარეთის პრეზიდენტმა ვეტო დაადო პუნქტს, რომელიც წესრიგის დაცვის საქმეში სამხედროებს ანიჭებს პოლიციურ ფუნქციას, შესაძლებელის ხდის მობილური ტელეფონებიდან მონაცემების ამოღებას კარანტინის წესების დაცვის გასაკონტროლებლად, ხოლო მაღაზიებს უკრძალავს გაზარდონ ფასები „ბოლო სამი თვის საშუალო არითმეტიკულ მაჩვენებელზე“ მაღლა, რათა თავიდან აიცილონ ფასების ზრდა.

ფასების რეგულირების თაობაზე პარლამენტის მიერ მოთხოვნილი ზომების კომენტირებისას ბულგარეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „შიშზე უფრო შიმშილი გაბატონდება“.

22 მარტის მონაცემებით ბულგარეთში გამოვლინდა კორონავირუსით დაავადების 171 შემთხვევა. სამი პაციენტი დაიღუპა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG