Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან რატიანი: ქრონიკული დაავადების დროს, ვისაც კორონავირუსის სიპტომები აქვს, ექიმებს უნდა მიაკითხონ


პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი ამბობს, რომ ყველა მოქალაქემ, რომელსაც აქვს ქრონიკული დაავადებები და, ამავდროულად, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები, ექიმებს უნდა მიაკითხოს. ამის შესახებ მან კორონავირუსით ინფიცირებულ იმ პაციენტზე საუბრის დროს თქვა, ვისი მდგომარეობაც მძიმეა.

„ქრონიკული პაციენტები, რომელთაც გააჩნიათ ცხელება, სუნთქვის უკმარისობა და ანამნეზით დატვირთული გულ-სისხლძარღვთა პათოლოგია, უნდა მიმართონ ექიმებს“, - განმარტა მან.

საქართველოში კორონავირუსის 54 შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა. ერთ-ერთი ბოლო ინფიცირებული მარნეულის კლინიკაში იწვა. მარნეულელი ქალი, სავარაუდოდ, ერთ-ერთ სარიტუალო ღონისძიებაზე დაინფიცირდა. ეპიდემიოლოგებმა გადაცემის წყარო ჯერჯერობით ვერ დაადგინეს და ამ მიზეზით ჩაკეტილია მარნეული და ბოლნისის რაიონი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG