Accessibility links

მარნეულის კლინიკის თანამშრომელი საეჭვო სიმპტომებით თბილისის საავადმყოფოში მოათავსეს


კორონავირუსის COVID-19 სიმპტომებით თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება მარნეულის საავადმყოფოს თანამშრომელი 18 წლის გოგო. მას მაღალი ტემპერატურა აქვს. დაინფიცირებულია თუ არა ეს პაციენტი, ტესტირების შედეგად გაირკვევა.

გოგონას კონტაქტი ჰქონდა მარნეულში დაინფიცირებულ 62 წლის ქალთან, რომელიც ადგილობრივი საავადმყოფოდან თბილისის საინივერსიტეტო კლინიკაში 22 მარტს გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ამ პაციენტის დაინფიცირების წყარო ეპიდემიოლოგებმა ჯერ ვერ დაადგინეს. ცნობილია, რომ მარნეულელი ქალი რამდენიმე ათეულ პირთან ერთად იმყოფებოდა ერთ-ერთ სარიტუალო ღონისძიებაზე. ეს ფაქტი შიდა გავრცელებად ჩაითვალა და მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა.

23 მარტის 12:00 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით დაავადების 54 შემთხვევა. მათგან 5-მა გამოჯანმრთელებულმა კლინიკა დატოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG