Accessibility links

ირანმა კვლავ უარი თქვა აშშ-ის მიერ შეთავაზებულ ჰუმანიტარულ დახმარებაზე


ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი

ირანმა კვლავ უარი თქვა აშშ-ის მიერ შეთავაზებულ ჰუმანიტარულ დახმარებაზე. პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონმა უნდა გააუქმოს სანქციები, თუკი სურს, თეირანს დაეხმაროს კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლაში.

„ამერიკის ლიდერები იტყუებიან... თუკი მათ სურთ, დაეხმარონ ირანს, ერთადერთი, რაც უნდა გააკეთონ, არის სანქციების გაუქმება... მერე ჩვენ გავუმკლავდებით კორონავირუსის ეპიდემიას“, - თქვა როჰანიმ 23 მარტს სატელევიზიო გამოსვლაში.

ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის ირანი ყველაზე მეტად დაზარალდა კორონავირუსით. დადასტურებულია ინფიცირების 21 ათასზე მეტი შემთხვევა, გარდაიცვალა დაახლოებით 1700 ადამიანი.

ვაშინგტონმა ჰუმანიტარული დახმარება შესთავაზა თეირანს, მაგრამ ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ 22 მარტს უარი თქვა მასზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG