Accessibility links

ბათუმის სასტუმრო „ჰილტონში“ მცხოვრები პირის ტესტის პასუხს ელოდებიან


ბათუმში სასტუმრო "ჰილტონში", თვითიზოლაციაში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქის ტესტის პასუხს ელიან.

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში უცხო ქვეყნის 2 მოქალაქის ყოფნის შესახებ ინფორმაცია კლინიკის დირექტორმა დაადასტურა.

ერთი მათგანი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და უცნობი მეთოდით ჩაუტარდა ვირუსზე ტესტირება, ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

„მოქალაქე, რომელიც რამდენიმე დღის წინ შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში, ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებოდა თვითიზოლაციის რეჟიმის პირობებში. მას ჩვენთვის უცნობის მეთოდით ჩაუტარებია ტესტირება აღნიშნულ ინფექციაზე, რომლის მიხედვით მას შეატყობინეს სავარაუდო დადასტურება კორონავირუსზე. ეს მოქალაქე სასტუმროდან გადაყვანილია ინფექციურ საავადმყოფოში. სადაც მას ჩაუტარდა ტესტირება. პასუხი კი დღეს საღამოს იქნება ცნობილი და ამის შესახებ ვაცნობებთ მოსახლეობას“, - განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ „ტვ იმედის“ ეთერში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG