Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მზადდება სია იმ საწარმოებისა, რომლებიც კარანტინის ზონაში მუშაობას გააგრძელებენ


მარნეულის ჩაკეტილი შესასვლელი
მარნეულის ჩაკეტილი შესასვლელი

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საგანგებო კარანტინის მთელი პერიოდის განმავლობაში შეჩერებული იქნება ყოველგვარი ეკონომიკური საქმიანობა, გარდა სურსათით და მედიკამენტებით უზრუნველყოფისა.

ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ დღის ბოლომდე მომზადდება კონკრეტული ჩამონათვალი იმ საწარმოებისა, რომლებიც ფუნქციონირებას გააგრძელებენ: „ამთავითვე შემიძლია, გითხრათ, რომ შეუფერხებლად გააგრძელებენ ფუნქციონირებას გარკვეული დადგენილი წესების დაცვით ის საწარმოები, რაც დაკავშირებულია კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან. ეს არის ენერგეტიკა, წყალმომარაგება, გაზით მომარაგება. ფუნქციონირებას ასევე გააგრძელებენ სამრეწველო საწარმოები, მათ შორის, წიაღის მოპოვება-გადამუშვებასთან დაკავშირებული საწარმოები. რა თქმა უნდა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება გადამუშავებასთან დაკავშირებული საწარმოები გააგრძელებენ ფუნქციონირებას“.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, არანაირი შეფერხება არ ექნება მედიცინას და კავშირგაბმულობას.

მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ვერ მოხერხდა კორონავირუსით COVID-19 მარნეულელი ქალის დაინფიცირების წყაროს დადგენა და ეს ფაქტი შიდა გადაცემად ჩაითვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG