Accessibility links

logo-print logo-print

იუწყებიან, რომ ევროკავშირი აპრილში დაიწყებს გაწევრიანების მოლაპარაკებას ჩრდილოეთ მაკედონიასა და ალბანეთთან


ევროკავშირის 27 წევრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების პროექტით, ბლოკი მომავალ თვეში დაიწყებს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებას ალბანეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან, - იუწყება სააგენტო როიტერსი.

სააგენტოს ცნობით, ის 23 მარტს გაეცნო ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების პროექტს, რომელიც მიმდინარე თვეში უნდა დამტკიცდეს.

დიპლომატიური წყაროების მიხედვით, ამ ეტაპისთვის შერბილებულია წინააღმდეგობა, რომელსაც საფრანგეთი და ჰოლანდია გამოხატავდნენ მოლაპარაკების დაწყებაზე, ბალკანეთის ამ ორ ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების და კორუფციის გამო.

მოლაპარაკების დაწყების გადაწყვეტილება ევროკავშირის ლიდერებმა შესაძლოა უკვე 24 მარტს დანიშნულ საბჭოზე გამოაცხადონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG