Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარინა ენდელაძე: ოთხი ახალ ინფიცირებულის შემთხვევა არ არის შიდა გადაცემა


ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ოთხი ახალ ინფიცირებულის შემთხვევა ეს არ არის შიდა გადაცემა. მისი თქმით, ისინი არიან ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოსულები.

„ეს არის ახალი კლასტერი, თუმცა არა შიდა გადაცემა”, - აზუსტებს ენდელაძე. როგორც ექიმი აღნიშნავს, მათი ზოგადი მდგომაროება ამ დროისთვის არ არის მძიმე მომავალში ჩატარდება გამოკვლევები და დაენიშნებათ მკურნალობა.

„ახალი შემთხვევბის კავშირები გამოიკვლევა, ისინი თვითიზოლაციაში იყვნენ მანამდეც. ყველანი საშუალო ასაკის არიან, ერთი შედარებით ახალგაზრდა,15 წლის ბავშვია,“ - თქვა მარინა ენდელაძემ.

ახალი სახეობის კორონავირუსის (COVID-19) შემთხვევათა რაოდენობა 23 მარტს შვიდით გაიზარდა. სულ საქართველოში კორონავირუსი 61 ადამიანს აქვს დადასტურებული, მათგან რვა გამოჯანმრთელებულია.

ამჟამად კარანტინის რეჟიმში 3320 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 235.

კორონავირუსის შიდა გადაცემის გამო მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი წუხელ გამოცხადდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG