Accessibility links

პომპეომ ქაბული დატოვა, ღანისა და აბდულას შორის შეთანხმების გამოუცხადებლად


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ დაასრულა სასწრაფო ვიზიტი ქაბულში, თუმცა არაფერი უთქვამს იმაზე, შეძლო თუ არა შეთანხმების მიღწევა ავღანეთის მეტოქე პოლიტიკურ ლიდერებს შორის.

პომპეო 23 მარტს ავღანეთს ესტუმრა, რათა შუამავლის როლი ეკისრა პრეზიდენტ აშრაფ ღანის და მის მთავარ პოლიტიკურ მეტოქეს, ყოფილ აღმასრულებელ ლიდერ აბდულა აბდულას შორის.

ასოშიეიტედ პრესის თანახმად, პომპეომ ღანის და აბდულას 24 მარტამდე მისცა დრო კომპრომისის მისაღწევად მათ კონფლიქტში იმის შესახებ, თუ ვინ გახდა პრეზიდენტი არჩევნების შედეგად. თუმცა იმის ნიშანი, რომ რომელიმე მხარე კომპრომისს დათანხმდა, არ ჩანს.

პომპეო იმედოვნებდა, რომ ამ ვიზიტით ბიძგს მისცემდა სექტემბერში აშშ-სა და თალიბანს შორის გაფორმებულ სამშვიდობო შეთანხმებას. სახელმწიფო მდივანმა ცალ-ცალკე გამართა შეხვედრები ღანისთან და აბდულასთან, შემდეგ შეხვედრამ ერთობლივი ფორმა მიიღო.


თალიბანთან შეთანხმების გაფორმების შემდეგ, სამშვიდობო პროცესი შეფერხდა პოლიტიკური მღელვარების გამო, ლიდერები იმის შესახებ დავობენ, თუ ვინ გახდა არჩეული პრეზიდენტი. ღანიმაც და აბდულამაც თავი ქვეყნის პრეზიდენტად გამოაცხადეს სექტემბერში ჩატარებული არჩევნების შემდეგ და ორივემ გამართა ინაუგურაციის ცერემონია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG