Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერლინი-ბათუმის რეისი შესრულდა


საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, კორონავირუსის (COVID – 19) გამო ფრენების შეწყვეტის გამო ბათუმში ბერლინიდან თვითმფრინავით საქართველოს 182 მოქალაქე ჩამოვიდა.

აჭარის ტელევიზია იტყობინება, არსებული რეკომენდაციების მიხედვით, ყველა მგზავრი ავტომატურად კარანტინში გადაიყვანეს.

ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა იმყოფება.

მთავრობის ინფორმაციით, „ჯორჯიან ეარვეისი” მოქალაქეების საქართველოში დასაბრუნებლად კვირის განმავლობაში ორ რეისს შეასრულებს. უკვე დაგეგმილი ფენების გრაფიკი კი ასეთია:

  • 24 მარტი - საბერძნეთი-საქართველო-საბერძნეთი;
  • 26 მარტი - თბილისი-ვენა-თბილისი;
  • 31 მარტი - თბილისი-ამსტერდამი-თბილისი;
  • 3 აპრილი - თბილისი-ვარშავა-თბილისი;
  • 7 აპრილი - თბილისი-ათენი-თბილისი;
  • 10 აპრილი - თბილისი-ლარნაკა-თბილისი.

23 მარტის მონაცემებით, გერმანია კორონავირუსით (COVID 19) ინფიცირების 29 056 შემთხვევა არის დადასტურებული; გარდაცვლილია 118 ადამიანი; გამოჯანმრთელდა - 422.

ახალი სახეობის კორონავირუსის (COVID-19) შემთხვევათა რაოდენობამ საქართველოში 61-ს მიაღწია, მათგან რვა გამოჯანმრთელებულია.

ამჟამად ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმში 3320 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 235.

კორონავირუსის შიდა გადაცემის გამო მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი წუხელ გამოცხადდა. ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG