Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთმა მკაცრი კარანტინი გამოაცხადა


დიდი ბრიტანეთის მთავრობამ კორონავირუსის COVID-19 გავრცელების გამო, მკაცრი კარანტინი გამოაცხადა.

პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის განმარტებით, სულ მცირე სამი კვირის განმავლობაში ბრიტანელები სახლიდან უნდა გავიდნენ მხოლოდ პროდუქტის და მედიკამენტების შესაძენად, ან იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოს სახლიდან ვერ ასრულებენ.

BBC-ის ცნობით, აიკრძალა ნებისმიერი საზოგადოებრივი თავშეყრა ორ ადამიანზე მეტის მონაწილეობით. დაიკეტა ყველა მაღაზია, სურსათის მაღაზიების და აფთიაქების გარდა. პოლიციას დაევალა კარანტინის რეჟიმის დამრღვევთა დაჯარიმება.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს, მათ შორის თანაპარტიელი კონსერვატორებიც აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებაზე უარს ამბობდა.

24 მარტის 9:30 საათის მდგომარეობით დიდ ბრიტანეთში COVID-19-ით დაავადდა სულ 6 650 ადამიანი, მათგან 335 გარდაიცვალა. ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 135.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG