Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში COVID-19-ზე მოქალაქეთა მასობრივი ტესტირებისთვის ემზადებიან


მოსკოვის მერია კორონავირუსის ინფექციაზე მოქალაქეთა მასობრივი ტესტირებისთვის ემზადება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მომავალი კვირის ბოლოსთვის მოსკოვის ხელისუფლება გეგმავს დღე-ღამეში 10 ათასი ტესტირების ჩატარებას, ხოლო უფრო მოგვიანებით - 25-28 ათასზე ასვლას.

ქვეყნის მთავარი სანიტარული სამსახურის, „როსპოტრებნადზორის“ სტატისტიკით, 23 მარტისთვის კორონავირუსზე 185 ათასზე მეტი შემოწმება ჩატარდა.

24 მარტის მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსის ინფექცია აღმოაჩნდა 495 კაცს. ერთი გარდაიცვალა, მაგრამ ხელისუფლება არ აღიარებს, რომ სასიკვდილო შემთხვევა კორონავირუსმა გამოიწვია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG