Accessibility links

ჯანდაცვის მინისტრი: გეგმური ოპერაციები 4 თვით გადავადდება


არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, გეგმური ოპერაციები გადავადდება 4 თვით.

ამის თაობაზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

„გეგმურ ოპერაციებთან დაკავშირებით ჩვენ შევიტანეთ ცვლილება და იგეგმება 4-თვიან ჭრილში გეგმური ოპერაციების გადავადება, მაგრამ არა სასწრაფო გადაუდებელი ოპერაციების, რა თქმა უნდა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, გეგმური ოპერაციის ჩასატარებლად, რეგისტრირებულ პაციენტებს ოპერაციის თარიღის შესახებ 2 თვის განმავლობაში ეცნობებოდათ. ახლა კი ეს ვადა 4 თვით განისაზღვრა. პაციენტი გეგმური ოპერაციის თარიღის შესახებ ინფორმაციას 4 თვეზე ადრე ვერ მიიღებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG