Accessibility links

ევროკავშირი შეთანხმდა ალბანეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყებაზე


ევროკავშირში მიღწეულია შეთანხმება ალბანეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან კავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყების თაობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს ევროკავშირის ევროპულ საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ტელეკონფერენციის რეჟიმში გაიმართა.

ბლოკის მთავარმა წარმომადგენელმა გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰელიმ, ტვიტერით მიულოცა ბალკანეთის ქვეყნებს ეს გადაწყვეტილება. „ეს წარმოადგენს ძლიერ და მკაფიო მესიჯს მთელი დასავლეთ ბალკანეთისათვის: თქვენი მომავალი - ევროკავშირშია“, - წერს ვარჰელი.

პროცედურის თანახმად, მოლაპარაკების პროცესში, შეფასდება ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის მზადყოფნა ყველა არსებითი კრიტერიუმის მიხედვით, კანონმდებლობის ჰარმონიზაციით დაწყებული და კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვით დამთავრებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG