Accessibility links

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კუთვნილ ტაძრებში წირვა-ლოცვა მრევლის გარეშე ჩატარდება


უკრაინის დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, 24 მარტიდან ПЦУ-ს კუთვნილ ტაძრებში წირვა-ლოცვის დროს ყოფნის უფლება ეძლევათ მხოლოდ ეკლესიის მსახურებსა და მგალობლებს.

უკრიანული მედიის ცნობით, უკრაინის ეკლესიის სინოდმა ასეთი გადაწყვეტილება კორნავირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში მიიღო 24 მარტის სხდომაზე, რომელსაც კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე უძღვებოდა.

ამ ფორმით ღვთისმახურების დროს საერთო ლოცვაში მრევლს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ კომუნიკაციის დისტანციური საშუალებების გამოყენებით. ამასთან ПЦУ კვლავ მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ კარანტინის დროს არ დახუროს ეკლესიები.

მანამდე მსგავსი შეზღუდვები თავის მრევლისთვის შემოიღო ასევე რუმინეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამაც

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG