Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კამჩატკის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა


რუსეთში, კამჩატკის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრში მისი მაგნიტუდა იყო 7,6. კამჩატკის ოთხ რაიონში იგრძნობოდა 5 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები.

მიწისძვრამ ცუნამი გამოიწვია, თუმცა, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ტალღების სიმაღლე ჯერჯერობით ერთ მეტრს არ აღემატება. საპორტო ზონიდან ევაკუირებულია 400-მდე ადამიანი.

ინფორმაცია მსხვერპლის, ან ნგრევის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG