Accessibility links

მარინა ეზუგბაია: მეათე გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა ჩვენი კლინიკა


მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თანახმად, გუშინ, 24 მარტს ცენტრი დატოვა მეათე გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა. შესაბამისად თბილისის ინფექციური საავადმყოფოში ამ დროისათვის მკურნალობას 32 პაციენტი განაგრძობს.

მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 73 დადასტურებული შემთხვევიდან ინფექციურ საავადმყოფოში 32 პაციენტია, ხოლო ქვეყნის მასშტაბით დანარჩენ ხუთ კლინიკაში 31. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ბოლო ახალი სამი პაციენტიდან 2 განთავსდა.

25 მარტის დილის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით საქართველოში 73 ადამიანია დაინფიცირებული.

73 ინფიცირებულიდან 2 ავსტრიის მოქალაქეა და ისინი სამშობლოში გაამგზავრეს.

კორონავირუსით საქართველოს სამი მოქალაქე გარდაიცვალა ესპანეთში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG