Accessibility links

მარინა ეზუგბაია: სამი ახალი შემთხვევიდან ერთი უკავშირდება საფრანგეთს, ორი - აშშ-ს


მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თანახმად, ახალი კორონავირუსით დაავადებული სამი ახალი პაციენტიდან ორის ისტორია ამერიკის შეერთებულ შტატებს, ხოლო ერთის ისტორია საფრანგეთს უკავშირდება:

„გუშინდელი დღის განმავლობაში შემომატებული 3 პაციენტიდან 2 არის ამერიკის ისტორია, ერთი საფრანგეთის ისტორია...როგორც იძახიან, ყველა იმპორტირებული შემთხვევაა ჯერჯერობით. მე არ ვიცი ეს როგორ შენარჩუნდება ქვეყანაში, კრიტერიუმი დაავადების შესაძლო შემთხვევის განმარტებად კვლავ რჩება მოგზაურობის ისტორია და კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. მისი თქმით საავადმყოფოში განთავსებამდე ყველა პაციენტი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

25 მარტის დილის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით საქართველოში 73 ადამიანია დაინფიცირებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 10.

73 ინფიცირებულიდან 2 ავსტრიის მოქალაქეა და ისინი სამშობლოში გაამგზავრეს.

კორონავირუსით საქართველოს სამი მოქალაქე გარდაიცვალა ესპანეთში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG