Accessibility links

ექიმი: 62 წლის მარნეულელი ქალის მდგომარეობა მძიმეა, მისი ოჯახის წევრების - სტაბილური


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, კვლავაც მძიმე რჩება ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 62 წლის მარნეულელი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

„62 წლის ქალბატონის მდგომარეობა ძალიან საყურადღებოა, პარამეტრები ცოტა უმჯობესდება, ჩვენ ძალიან გვიხარია, მაგრამ ვფრთხილობთ. მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ისევ ძალიან მძიმეა, მაგრამ სტაბილურია“, - განაცხადა ლალი ტურძელაძემ. მისი განმარტებით, სტაბილურია 62 წლის ქალის ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა:

არის დედა, ორი შვილი და კიდევ ერთი ნათესავი. ოთხნი არიან, ერთი ახალგაზრდა ბიჭია, სამი ქალბატონი. დედისა და ორი შვილის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ხოლო ნათესავი ქალბატონის უფრო მსუბუქია“, - განაცხადა ლალი ტურძელაძემ. მისი თქმით, ამჟამად პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული 12 პაციენტი მკურნალობს.

25 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსი ლაბორატორიულად 73 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 10 გამოჯანმრთელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG