Accessibility links

ბათუმის საავადმყოფოში COVID-19-ის დიაგნოზით 5 პაციენტი იმყოფება


ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობენ COVID-19-ით დაავადებულ 5 პაციენტს. ექიმების ინფორმაციით, ოთხის მდგომარეობა სტაბილურია, ერთის კი, საშუალო სიმძიმის. მას მაღალი ტემპერატურა და სუნთქვის პერიოდული გართულება აქვს.

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კარანტინიდან გადაიყვანეს კიდევ ოთხი პაციენტი, რომლებსაც ახალი კორონავირუსის სიმპტომები აქვთ. მათი ტესტირების შედეგი დღის ბოლოს გაირკვევა. ოთხივე ევროპაში მოგზაურობდა.

25 მარტის 12:30 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია COVID-19-ით დაავადების 73 შემთხვევა. მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 10.

73 ინფიცირებულიდან 2 ავსტრიის მოქალაქეა და ისინი სამშობლოში გაამგზავრეს.

კორონავირუსით საქართველოს სამი მოქალაქე გარდაიცვალა ესპანეთში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG