Accessibility links

site logo site logo

ირაკლი ჩიქოვანი: მარნეულში შემოწმებული 20 000 ადამიანიდან საყურადღებო მხოლოდ ორია


georgia irakli chikovani

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში გადამოწმებული 20 000 ადამიანიდან ტემპერატურის მატება აღენიშნა 25 ადამიანს, მათგან საყურადღებო კი მხოლოდ ორია. ამის შესახებ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.

„ჯგუფებმა, რომელიც დაკომპლექტებულია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებითა და მედიკოსებით, უკვე შეძლეს 20 ათასზე მეტი ადამიანის მონახულება, ატარებენ გარკვეულ გამოკითხვებს, უზომავენ სიცხეს და ტარდება სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები. აქედან, ამ 20 000 ადამიანიდან მხოლოდ 25 ადამიანს დაუფიქსირდა სიცხე, აქედან საყურადღებო იყო მხოლოდ ორი და, შესაბამისად, ისინი მოთავსებულები არიან საავადმყოფოში მარნეულში“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

25 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსი ლაბორატორიულად 73 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 10 გამოჯანმრთელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG