Accessibility links

პაატა იმნაძე: კონტაქტების შეზღუდვა მეგობრებსაც ეხებათ


პაატა იმნაძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე მოქალაქეებს ურჩევს, ერთმანეთთან დისტანციის დაცვის რეკომენდაცია სეირნობის პროცესშიც გაითვალისწინონ და ჯგუფურად ნუ იმოძრავებენ:

„სუფთა ჰაერზე სეირნობა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ჯგუფურად. გუშინ ვუყურე, ჩვენ მეგობრებთან ერთად ვსეირნობთო და უცხოებს არ ველაპარაკებითო.

სამწუხაროდ, კონტაქტების შეზღუდვა მეგობრებსაც ეხება, რადგანაც დღეს ჩვენ რაც გვაქვს შემთხვევები საქართველოში, ძირითადად, ეს არის ან ოჯახური კლასტერები, ან სამეგობრო წრეში გავრცელებული კლასტერები“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

იგი ურჩევს მოქალაქეებს, მაქსიმალურად შეამცირონ კონტაქტები, კონტაქტის დროს კი დაიცვან რეკომენდებული დისტანცია - ღია სივრცეში მინიმუმ მეტრ-ნახევარი, ხოლო დახურულ სივრცეში - მინიმუმ 2 მეტრი.

25 მარტის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობაა 73 ადამიანი, მათგან გამოჯანმრთელებულია - 10.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG