Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექიმი: 14 დღის ჩვილს ახალ კორონავირუსზე ტესტი აუღეს, პასუხი დღეს იქნება


თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, მარნეულიდან გუშინ კლინიკაში შეყვანილი ახალშობილი, რომელიც არა 9, არამედ 14 დღისაა, აპარატულ სუნთქვაზე იმყოფება.

ტელეკომპანია „პირველთან“ საუბარში ლალი ტურძელაძემ განაცხადა, რომ ჩვილს ახალ კორონავირუსზე ტესტირება უკვე ჩაუტარდა, ტესტირების პასუხი კი დღეს გვიან საღამოს გახდება ცნობილი:

„ამ წუთში ის აპარატულ სუნთქვაზეა, აქვს დისტრესსინდრომი, პაციენტი მძიმეა, მაგრამ არა უიმედო... რესპირატორული დისტრესსინდრომი უფრო რთულია, ვიდრე ფილტვების ანთება. ყველანაირად ვცდილობთ, რომ ბავშვი გამოვიყვანოთ ამ მდგომარეობიდან“, - აღნიშნა ლალი ტურძელაძემ. მისი თქმით, 14 დღის ჩვილს სიმპტომური მკურნალობა უტარდება.

25 მარტის 15 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 73 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 10 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG