Accessibility links

site logo site logo

დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე, პრინცი ჩარლზი კორონავირუსით არის ინფიცირებული


დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე, 71 წლის პრინცი ჩარლზი კორონავირუსით არის ინფიცირებული. მას შემდეგ, რაც ვირუსი დაუდგინდა, ის თვითიზოლაციაში იმყოფება შოტლანდიაში.

როგორც როიტერსი იტყობინება, დედოფალ ელისაბედ II-ის უფროს ვაჟს მსუბუქი სიმპტომები აქვს და თავს კარგად გრძნობ. მის მეუღლეს, კამილას ვირუსი არ აღმოაჩნდა.

როგორც სამეფო კარის წყარომ განუცხადა დღეს როიტერსს, პრინც ჩარლზს ტესტი ორშაბათს ჩაუტარეს და შედეგი სამშაბათს გახდა ცნობილი.

პრინცი 93 წლის დედოფალს უკანასკნელად შეხვდა 12 მარტს. სამეფო კარის წყაროს თქმით, იმ დროისთვის ის სხვას ვერ გადასდებდა ვირუსს, ვინიდან თავად მას არაუადრეს 13 მარტისა შეიძლება შეყროდა ინფექცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG