Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის მთავრობამ საგანგებო ვითარების მოქმედება მთელ ქვეყანაზე გაავრცელა


უკრაინის მთავრობამ საგანგებო ვითარების შესახებ დეკრეტის მოქმედება მთელ ქვეყანაზე გააფართოვა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად.

მთავრობამ ახალი ზომები 25 მარტს დაამტკიცა შეხვედრაზე, რომლის ტრანსლირება პირდაპირ ეთერში ხდებოდა ტელევიზიით. ზომები 30 დღეს გასტანს.

მანამდე საგანგებო ვითარება მხოლოდ კიევსა და ზოგიერთ სხვა რეგიონზე ვრცელდებოდა.

ამ დროისთვის უკრაინაში აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების 113 შემთხვევა. ოთხი ადამიანი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG