Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთში ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდა საკარანტინო ზომები


25 მარტს ინდოეთში ქვეყნის მასშტაბით შევიდა ძალაში საგანგებო ვითარება, რომელიც კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ზომებს ითვალისწინებს.

პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ ამის შესახებ ტელევიზიით მიმართა მოსახლეობას 24 მარტს.

აკრძალვა 25 მარტიდან 21 დღის განმავლობაში დარჩება ძალაში.

ინდოეთში, რომლის მოსახლეობა 1,3 მილიარდია, კორონავირუსით ინფიცირების 562 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 10 - სასიკვდილო.

25 მარტისთვის მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 435-ს გადააჭარბა. გარდაცვლილია 19625 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG