Accessibility links

site logo site logo

პაატა იმნაძე: 65 წელზე მეტის ვარ, მაგრამ სახლში ვერ დავრჩები და უნდა ვიმუშაო


პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიღებული სამთავრობო რეკომენდაციების თანახმად, 65 წლის ზემოთ მყოფი ადამიანები სახლში უნდა დარჩნენ, თუმცა პირადად ამას ვერ გააკეთებს:

„მე 65 წელზე მეტის ვარ, მაგრამ მე სახლში ვერ დავრჩები და მე უნდა ვიმუშაო“, - განაცხადა პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „იმედის“ შეკითხვის პასუხად. საკოორდინციო საბჭოს წევრებისთვის დასასმელი შეკითხვების ფორმატში გაგზავნილი კითხვა შეეხებოდა სამედიცინო დაწესებულებების მიერ ხანდაზმული ადამიანებისადმი წაყენებულ მოთხოვნას, ჩვეულ რეჟიმში გამოცხადდნენ სამსახურში:

„აქ ორგვარია მიდგომა. ისიც გავიხსენოთ, რომ ჩინეთში პენსიონერი ექიმები დაბრუნდნენ სამსახურებში, რომ ემსახურათ თავიანთი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ. მისი თქმით, რეკომენდაცია ყველას ერთნაირად ეხება, გინდა ექიმი იყოს, გინდა სხვა პროფესიის ადამიანი.

„65 წელზე მეტი ვინც არის, მაქსიმალურად სახლში უნდა დარჩეს და არ გამოვიდეს გარეთ!“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

ახალი სახეობის კორონავურისის გავრცელების საფრთხის მიზეზით საქართველოში 21 მარტიდან ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 23 მარტიდან კორონავირუსის შიდა გადაცემის გამო მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში კარანტინის რეჟიმი მოქმედებს.

25 მარტის 17 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 73 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 10 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG