Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილმა StopCoV ფონდში 30 000 ლარი გადარიცხა


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მისი პირადი ფონდის თავმჯდომარესთან, ნათელა მაჭავარიანთან ერთად მიღებული გადაწყვეტილებით, StopCoV ფონდში პირადი ფონდიდან 30 000 ლარი გადარიცხა.

სპეციალური პლატფორმა StopCoV ფონდი შეიქმნა 23 მარტს ბიზნესომბუდსმენის აპარატში. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ფონდში შესული თანხა, პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება. ფონდში თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია www.stopcov.ge-ს პლატფორმიდან.

25 მარტის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით 73 ადამიანია დაინფიცირებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა - 10.

21 მარტიდან ქვეყანაში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა. მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინო ზონაა შექმნილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG