Accessibility links

თავდაცვის სამინისტრო: ორ სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა


ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზის პასუხების მიხედვით, სამხედროებს კორონავირუსული ინფექცია არ უდასტურდებათ.

აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იუწყება. სამინისტროს თანახმად, ახალი კრონავირუსით არც ერთი სამხედრო პირი არ არის ინფიცირებული.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს თავდაცვის ძალები 21 მარტიდან ყაზარმულ მდგომარეობაზე იმყოფება.

25 მარტის 19 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 73 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. გამოჯანმრთელდა 10 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG