Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

25 მარტს ჩეხეთში COVID-19-ით დაავადებული სამი პაციენტი გარდაიცვალა


რიგი აფთიაქთან.
რიგი აფთიაქთან.

ჩეხეთის რესპუბლიკაში 25 მარტს კორონავირუსით დაავადებული სამი პაციენტი გარდაიცვალა. ამგვარად, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ ექვსს მიაღწია. რამდენიმე დღის წინ ჩეხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ მკაცრი საკარანტინო რეჟიმი 1 აპრილამდე გაახანგრძლივა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

სამინისტრომ გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ერთად ყოფნა ორ ადამიანზე მეტისთვის არ არის ნებადართული. გამონაკლისს წარმოადგენენ „თანაცხოვრება, სამუშაოსთან დაკავშირებული საქმიანობა, სამეწარმეო ან მასთან დაკავშირებული საქმიანობა და დაკრძალვის ცერემონიები.“

სამინისტრომ ასევე დაადგინა, რომ ხალხმა შეძლებისდაგვარად უნდა „დაიცვას, სულ მცირე, ორმეტრიანი მანძილი, როცა კონტაქტში იმყოფება სხვა პირებთან.“

25 მარტისთვის ჩეხეთში კორონავირუსით ინფიცირების 1654 შემთხვევა არის დაფიქსირებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG