რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, შავ ზღვაში ჩავარდა რუსული ავიაგამანადგურებელი სუ-27. თვითმფრინავი ქალაქ ფეოდოსიიდან დაახლოებით 50 კილომეტრში გაუჩინარდა.
რუსული სააგენტო „ტასი“ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით წერს, რომ პილოტს ეძებენ "ან-26" ტიპის თვითმფრინავით და "მი-8" ტიპის ვერტმფრენით. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავიაგამანადგურებელი გეგმურ ფრენას ახორციელებდა.
დაწერეთ კომენტარი