Accessibility links

დღეს ვენიდან სპეცრეისით დაბრუნდებიან საქართველოს მოქალაქეები


დღეს, 26 მარტს საქართველოში დაბრუნდება კიდევ 180-მდე მოქალაქე, რომლებიც COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ავიამიმოსვლის შეწყვეტის გამო ვეღარ ახერხებდნენ ევროპიდან ჩამოსვლას.

თბილისი-ვენა-თბილისის ჩარტერულ რეისს საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით შეასრულებს ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი".

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შემდეგი რეისი 31 მარტს შესრულდება თბილისი-ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით, 3 აპრილს თბილისი-ვარშავა-თბილისის, 7 აპრილს თბილისი-ათენი-თბილისის და 10 აპრილს ლარნაკა-თბილისის მიმართულებით.

ამასთან, ჯერჯერობით არ არის საუბარი საქართველოს მოქალაქეთა დაბრუნებაზე იტალიიდან და ესპანეთიდან, სადაც COVID-19-ის გავრცელების მხრივ, ევროპის მასშტაბით ყველაზე საგანგაშო ვითარებაა.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში სპეცრეისებით სამშობლოში ჩამოიყვანეს 3 ათასზე მეტი მოქალაქე.

უცხოეთიდან დაბრუნებულები 14-დღიან სავალდებულო კარანტინს ექვემდებარებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG