Accessibility links

თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 5 სამხედრო მოათავსეს


ვაზიანის ბაზიდან თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს 5 სამხედრო მოსამსახურე. პირველადი შეფასებით, მათ ვირუსული ინფექციის სიმპტომები აქვთ. სინჯებს "ლუგარის ლაბორატორიაში" გამოიკვლევენ იმის დასდგენად, ხომ არ აქვთ სამხედროებს COVID-19.

ამ დღეებში გამოკვლევა ჩაუტარდა კიდევ ორ სამხედროს. თავდაცვის სამინისტროს მიერ 25 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, "ლუგარის ლაბორატორიიდან" მიღებული პასუხით, არცერთს კორონავირუსული ინფექცია არ დაუდასტურდა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 21 მარტიდან საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაში არიან.

26 მარტის 9:30 საათის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია COVID-19-ით დაავადების 75 შემთხვევა. მათგან 10 უკვე გამოჯანმრთელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG