Accessibility links

სენატმა მხარი დაუჭირა ამერიკული ეკონომიკის სტიმულირებას 2 ტრილიონი დოლარით


ნიუ-იორკის დაცარიელებული მანჰეტენი

აშშ-ის სენატმა ერთხმად მიიღო კორონავირუსის COVID-19 პანდემიის ეკონომიკური შედეგების დაძლევის საგანგებო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ამერიკული ეკონომიკის სტიმულირებას 2 ტრილიონი დოლარით.

სენატის მიერ 96 ხმით მხარდაჭერილი პაკეტი მოიცავს სხვადასხვა სფეროს, მათ შორის საავადმყოფოების დაფინანსების გაზრდას, უმუშევრად დარჩენილთა ფინანსურ დახმარებას და ბიზნესისთვის ფართომასშტაბიან საკრედიტო პროგრამას.

"ეს არის სიამაყის მომენტი სენატისთვის", - განაცხადა რესპუბლიკელთა უმრავლესობის ლიდერმა, მიჩ მაკკონელმა.

დოკუმენტის ძალაში შესვლას სჭირდება წარმომადგენელთა პალატის მხარდაჭერაც და შემდეგ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმოწერა.

როგორც CNN აღნიშნავს, ეს არის აშშ-ის ისტორიაში უპრეცედენტო, საგანგებო დახმარების პაკეტი. ტელეკომპანიის ინფორმაციით, წარმომადგენელთა პალატა დოკუმენტს პარასკევს დილით განიხილავს.

26 მარტის 10:00 საათის მდგომარეობით, აშშ ჩინეთის და იტალიის შემდეგ მესამეა COVID-19-ით დაავადებულთა რიცხვით. ამ დროისთვის აშშ-ში დაინფიცირდა სულ 68 489 ადამიანი. მათგან ჯერჯერობით გამოჯანმრთელებულია მხოლოდ 394. გარდაცვლილია 1032.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG