Accessibility links

ექიმი: 15 დღის ჩვილის მდგომარეობა გაუმჯობესდა, მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა


თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის თანახმად, საავადმყოფოში მოთავსებული ჩვილის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და იგი კრიტიკულ პაციენტად აღარ ფასდება. ექიმის თანახმად, ბავშვს და მის დედას ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

„14 დღის ბავშვის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია. რომ შემოვიდა იყო კრიტიკულად მძიმე და ამ წუთში ითვლება რომ არის საშუალო სიმძიმის. დინამიკა ძალიან დადებითია და ჩვენ ეს ძალიან გვიხარია“, - განაცხადა ლალი ტურძელაძემ. მისი განმარტებით, ტემპერატურა აღარ აქვს და თავს უკეთ გრძნობს ჩვილის დედაც, რომელიც მარნეულში იმყოფება.

ახალშობილი თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში მარნეულიდან 24 მარტს სუნთქვის უკმარისობით შეიყვანეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG